დაჭრა გურჯაანში

გურჯაანში შუახნის კაცი დაჭრეს

გურჯაანის სოფელ ჭანდარში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაშია მოთავსებული.

მას ჭრილობა ქვედა კიდურის არეში აქვს მიღებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები