ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტმა უიტნი ჰიუსტონის რეკორდი მოხსნა

CNN

პოპ მომღერალმა ტეილორ სვიფტმა უიტნი ჰიუსტონის რეკორდი მოხსნა.

სვიფტი The Billboard-ის ჩარტში პირველ ადგილზე ყველაზე დიდხანს მყოფი ქალი მომღერალია. კარიერის განმავლობაში მისი ალბომები ჩარტის სათავეში 47 კვირა იყო. აქამდე, 46 კვირით რეკორდსმენი უიტნი ჰიუსტონი იყო.

სვიფტის უკანასკნელი ალბომი Folklore მეშვიდე კვირაა Billboard-ის სათავეშია.

ამ კატეგორიაში მესამე ადგილზეა ბრიტანელი შემსრულებელი ადელი.

Billboard-ი რეიტინგს აშშ-ს ტერიტორიაზე გაყიდული ალბომების რაოდენობით ადგენს.

კომენტარები