თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისში 3 000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა და მათი რაოდენობა 1 200-მდე უნდა შემცირდეს.
"ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ მოდერნიზებას ვაკეთებთ საავტობუსო ქსელის. ძირითად რაიონებში, ძირითად უბნებში ივლის ჩვენი 12, 10 და 8 მეტრიანი ავტობუსები. თბილისის რელიეფიდან და არსებული ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე, საჭიროებას წარმოადგენს მიკროავტობუსები და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ინტეგრირებული იქნება". – ამბობს კალაძე.
კალაძის ინფორმაციით, 300 მიკროავტობუსის შესყიდვაზე 15 ივლისს გამოცხადებული ტენდერი Ford-მა მოიგო და მიკროავტობუსები თბილისში ეტაპობრივად შემოვა.
"ოქტომბერში ნაწილი ადგილზე იქნება და დანარჩენიც ეტაპობრივად მოხდება 180 კალენდარული დღის განმავლობაში". – ამბობს კახა კალაძე.