ქრისტეს ვნებანი

იესოს როლის შემსრულებლის თქმით, ქრისტეს ვნებანს მეორე ნაწილი ექნება

Vox

მსახიობმა ჯიმ კევიზელმა, მელ გიბსონის ფილმში იესო ქრისტეს როლის შემსრულებელმა უკანასკნელ ინტერვიუში ქრისტეს ვნებანის მეორე ნაწილზე ილაპარაკა.

კევიზელის თქმით, ახალი ნაწილი ისოტიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი იქნება. სცენარის მესამე ვარიანტი მსახიობს მელ გიბსონმა გაუგზავნა, პროექტის სამუშაო სახელია Passion of the Christ: Resurrection.

ქრისტეს ვნებანი 2004 წელს გამოვიდა. ფილმს არაერთი სკანდალი და კრიტიკა მოჰყვა, როგორც კათოლიკური ეკლესიის, ისე ისრაელის მხრიდან. სურათმა კინოგაქირავებაში 600 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო.

კომენტარები