სემ სმიტი

სემ სმითმა ახალი სიმღერა გამოუშვა

გრემის და ოსკარის მფლობელმა მუსიკოსმა, სემ სმითმა ახალი სიმღერა Diamonds გამოუშვა.

კომპოზიცია სმითის რიგით მესამე სტუდიურ ალბომში Love Goes-ში შევა, რომელიც 30 ოქტომბერს გამოვა. 

ახალი ალბომი მაისში სახელით To Die For უნდა გამოსულიყო, მაგრამ პანდემიის გამო რელიზი გადაიდო. მოგვიანებით მომღერალმა კონცეფცია და სათაური შეცვალა. მომავალი ალბომი 17 ტრეკით იქნება დაკომპლექტებული.

 

 

კომენტარები