ქვემო თელეთიდან დაკარგული 15 წლის მოზარდი თბილისში იპოვეს

ქვემო თელეთიდან დაკარგული 15 წლის მოზარდი თბილისში იპოვეს – ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი 3 დღის წინ დაიკარგა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები