კრიმინალი

შსს: კაცი თავს სასულიერო პირს უწოდებდა და მოზარდს პირად ფოტოებს მოტყუებით აგზავნინებდა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა. მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, ლ.ჯ. მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა". – აცხადებს შსს.

გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ლევან ჯალაღონია, რომელსაც მამა იოანეს სახელით იცნობენ, ნათესავ არასრულწლოვანს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, Viber-ის მეშვეობით ესაუბრებოდა. კურიერის ცნობით, ის მოზარდს კონკრეტული განსაკურნებელი ლოცვებისთვის შიშველ ფოტოებს და ვიდეოჩანაწერებს სთხოვდა, შემდეგ კი შეხვედრასაც აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. რამდენიმეთვიანი ზეწოლის შემდეგ, მოზარდმა დახმარება ოჯახის წევრებს სთხოვა.

კომენტარები