ჩიხლაძე: ჩვენი მოთხოვნაა, წარადგინონ ანგარიში, თუ როგორ უმკლავდება კრიზისს მოქმედი მთავრობა

ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მონაცემები ყოველდღიურად მზარდია, რაც სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართულ და გამართულ ქმედებებს მოითხოვს. ჩვენი მოთხოვნაა, ჯანდაცვის სამინისტრომ და უწყებათაშორისმა საბჭომ წარმოადგინონ დეტალური ანგარიში, თუ როგორ უმკლავდება კრიზისს მოქმედი მთავრობა, რა დონეზეა მომზადებული ქვეყანა, რამდენი სტაციონარია, რამდენი საწოლია, სად არის გადანაწილებული, არსებობს თუ არა ტესტების მარაგი, სად კეთდება ტესტირება და რამდენ ლოკაციაზე. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაჟღერებული 21 ლოკაცია  საკმარისი არ არის, როგორ ხდება მობილური ადგილების შექმნა, მათ შორის, დრაივების, რაც მთავრობის სტრატეგიაშია აღწერილი. ყველა აღნიშნულ საკითხზე  მოვითხოვთ დეტალურ ანგარიშს, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს, და, თუ საჭიროა, ჩვენც შევიტანოთ ჩვენი გარკვეული წვლილი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დაძლევაში, რადგან, მოგეხსენებათ, სტრატეგია აღმაშენებელმა ჯერ კიდევ აპრილში შექმნა ტესტირების მექანიზმისა და პუნქტების გაშლის დეტალური ალგორითმი, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგო ჩიხლაძე პანდემიურ კრიზისთან დაკავშირებით.

კომენტარები