სადაც მადლობელია, მადლობა უნდა თქვას, სადაც მოსაბოდიშებელია, ბოდიში უნდა მოიხადოს, სადაც საჭიროა, უნდა გაიღიმოს. მიხეილ სააკაშვილის ბოდიში ბევრჯერ იყო. მათ შორის ბოდიში, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ვერ შექმნა, ბოდიში მოიხადა ძალოვან სტრუქტურებში მომხდარი დანაშაულებებისთვის და გადაცდომებისთვის.
ეს არის შემაჯამებელი ბოდიში, რომელიც ნიშნავდა, რომ მეტი შემეძლო გამეკეთებინა – ვერ გავაკეთე. ბევრი კი გავაკეთე – სასწორზე რომ დაიდოს კარგი და შეცდომები, ძალოვან სტრუქტურებში დაშვებულ შეცდომებს სიკეთე გადასძალავს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო საჭირო კიდევ ერთხელ, რომ მას ეჩვენებინა, რომ წარსულის გააზრება კარგად შეუძლიათ ნაციონალურ მოძრაობას და თავად მიხეილ სააკაშვილს.
იქნებ ნიანგი გულწრფელად ტირის? ეს ნიანგი რატომ დაიჩაგრა? რატომ გვგონია, რომ ნიანგს არ უჭირს?