R.Kelly

სასამართლომ R.Kelly-ის ციხიდან გირაოთი გამოსვლაზე მეექვსედ უთხრა უარი

CNN

პოპ მომღერალ R.Kelly-ის სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გამოსვლაზე მეექვსედ უთხრა უარი.

"სასამართლო მიკერძოებული ხდება, როდესაც ჩემი კლიენტის საქმეს განიხილავს. ჩვენ კვლავ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ბრძოლას არ შევწყვეტთ". – ამბობს მომღერლის ადვოკატი სტივ გრინბერგი.

R.Kelly 2019 წელს ჩიკაგოში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მის წინააღმდეგ ოთხმა ქალმა მისცა ჩვენება, რომელთაგან ორი, დანაშაულის ჩადენის მომენტში, არასრულწლოვანი იყო. ჩხრეკის დროს ამოღებულ ნივთმტკიცებულებებზე დაყრდნობით, პროკურატურა მომღერალს საბავშვო პორნოგრაფიის წარმოებასა და ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციის მუხლებით გასამართლებას ითხოვს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში R.Kelly-ის მინიმუმ ათწლიანი პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები