შტორმი შავი ზღვის სანაპიროზე

შავი ზღვის მთელ სანაპიროზე 3-4 ბალიანი შტორმია, ზღვაში ბანაობა აკრძალულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 7 სექტემბერს, შავი ზღვის მთელ სანაპიროზე 3-4 ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. უწყების ცნობით, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

"გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები.

კომენტარები