ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 ადამიანი. მონაცემები Stopcov.ge-ზე განახლდა.
ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 315 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.





