საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია

კობახიძე: რატომ აყეფებს პატრიარქი ამდენი წელია ამ მეუფე იაკობს?!

რატომ აყეფებს ჩვენი ბრძენი პატრიარქი მრავალი წელია ამ მეუფე იაკობს? საზოგადოების დაშინება უნდა მისი საცოდავი ბაქიბუქობით? დღეს იაკობი კრიტიკული ტელევიზიების დირექტორებს სტრელს უნიშნავს და იმუქრება რაც იქ მოხდება, ვიდეოზე გადავიღებ და მრევლს გაჩვენებთო. ეს ჰგონია ქრისტიანობა ჩვენს ბრძენ პატრიარქს? თან იაკობი ატყუებს დაბეჩავებულ მრევლს, მეუფეების კრიტიკოსებმა ფული სიგარეტის გაყიდვით იშოვესო, სინამდვილეში თვითონ მეუფეები გამდიდრდნენ სიგარეტით, ლუდით, კონიაკით ვაჭრობით, მაგალითად, პატრიარქის ძმისშვილი მეუფე დიმიტრი.

დღესვე მეუფე ნიკოლოზი ამბობს – ეკლესია დიდი ხანია ჩამოშორდა ქურდულ სამყაროსო, ანუ ქურდებმა დიდი ხანია დაგვატორმუზეს მეუფეები, რადგან შავ სამყაროშიც ისეთივე აპელსინები ვიყავით, როგორც ეკლესიაში ვართო. რას ჰქვია დიდი ხანია ჩამოშორდა? ნაქურდალი ფულით ეკლესიის აშენება შეიძლებაო მეუფეები არ გაჰყვირიან ინტერვიუებში? მეუფეებს მრევლთან ისეთი მიწერ- მოწერა გვაქვს, რომ გარეშე ადამიანს შეიძლება გარყვნილება ეგონოსო. თქვენ ხომ არ გძმარავთ ცოტა მეუფენო? სასულიერო პირის მიწერ- მოწერა, სწორედაც რომ ყველასთვის ცხადი და ნათელი უნდა იყოს. რუსები ამბობენ ნაგლობა მეორე ბედნიერებაა და ნაგლი ტანკზე უარესიაო, ამას ვხედავთ მეუფეების მაგალითზე ყველანაირი შავი საქმეები და განცხადებები რომ ხახვივით შერჩათ. ეს გასაცოდავებული მღვდლები და მრევლი, თავი რომ ვაჟკაცებად მიაჩნიათ და მე მებრიქებიან, ვერ ხედავენ რომ ეკლესიის სახელით როყიო ხეპრეები და არაადექვატური ბრიყვები საუბრობენ? ხმა უნდა ამოიღონ სანამ გერმანელები რა იყო და მეუფე იობის გიგანტური მწერები მოსულან.

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე. ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თავის საკვირაო ქადაგებაში ეკლესიის მიმართ კრიტიკულ მედიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ პასუხი მოეთხოვებათ.

კომენტარები