ბოლო 24 საათში საქართველოში Сovid-19-ის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან ორი ე.წ. საკონდიტრო დონას კლასტერს განეკუთვნება, ხოლო 2 შემთხვევა იმპორტირებულია.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 13-ს ეპიდაფეთქების კვირაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამ დროისთვის კვლევა მიმდინარეობს 5 შემთხვევაზე, რომლის ინფიცირების წყაროც ჯერჯერობით უცნობია.
ამგვარად, პანდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ 1650 შემთხვევა გამოვლინდა.
გამოჯანმრთელდა 1310 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონალური დაკვირვების ქვეშ იმყოფება 299 პირი. ახალი კორონავირუსული ინფექციის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.





