აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ქვეითი ემსხვერპლა – ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.