რეკლამა

® აჭარაბეთის საპატიო ელჩის გიგა ჭიკაძის ახალი ბრძოლა დაანონსდა

აჭარაბეთის საპატიო ელჩს, UFC (Ultimate Fighting Championship) ქართველ მებრძოლს გიგა ჭიკაძეს 25 აგვისტოს COVID 19 დაუდგინდა. სპორტსმენი თავს ახლა კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.

"როგორც იცით, 25 აგვისტოს დამიდასტურდა COVID - 19, რის გამოც გაუქმდა ჩემი ბრძოლა  ალექს კასერესთან. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ვაგრძელებ ვარჯიშებს და უკვე ერთ კვირაში შევძლებ, რომ გუნდთან ერთად გავაგრძელო მომზადება. ჩემი შემდეგი ბრძოლა აბუდაბიში, მებრძოლთა კუნძულზე 10 ოქტომბერს გაიმართება. დავუპირისპირდები ვენესუელელ მებრძოლს  ომარ მორალესს, რომელიც არის ძალიან წარმატებული მებრძოლი, მას 10 ბრძოლა აქვს  ჩატარებული და ათივე მოგებული.

დიდი მოლოდინი მაქვს ამ ბრძოლის, ჩემს სტილში მომიწევს ბრძოლა და მინდა, მაყურებელს კარგი სანახაობა შევთავაზო". - ამბობს გიგა ჭიკაძე.

კომენტარები