კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში Covid-19-ის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 17 ადამიანი

საქართველოში Covid-19-ის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 ადამიანი. მონაცემები სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. 

აპრილის შემდეგ, საქართველოში დღე-ღამეში ამდენი ინფიცირებული არ გამოვლენილა.

ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები