X-Files

საიდუმლო მასალების მიხედვით ანიმაციურ სერიალს გადაიღებენ

Dexerto

სატელევიზიო არხი Fox საკულტო შოუს, საიდუმლო მასალების მიხედვით ანიმაციურ სერიალს გამოუშვებს. 

სპინოფის მთავარი გმირები იმავე სამყაროში მოქმედი ხელმოცარული აგენტები არიან. ისინი იმ საქმეებს იძიებენ, რომლებზეც მალდერმა და სკალიმ უარი თქვეს. სერიალი კომედიური ჟანრის იქნება.

ორიგინალი საიდუმლო მასალები 1993 წელს გამოვიდა და ცხრა წარმატებული სეზონი ჰქონდა. 2016-2018 წლებში გამოსულ მეათე და მეთერთმეტე სეზონებს პუბლიკა და კრიტიკოსები გულგრილად შეხვდნენ. 

ანიმაციურ პროექტზე საიდუმლო მასალების შოურანერი კრის კარტერი იმუშავებს. 

კომენტარები