ლუიზიანაში შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია, დაზიანდა შენობები და ელექტროგადამცემი ხაზები

აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს მესამე კატეგორიის შტორმი, ლაურა მიუახლოვდა. ქარიშხალმა ლუიზიანას შტატში წყალდიდობა გამოიწვია. დაზიანდა შენობები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია ნახევარ მილიონზე მეტ სახლს აღარ მიეწოდება. დაიღუპა ერთი ადამიანი.

ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევს. ეს მექსიკის ყურეში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი შტორმია.

ტეხასისა და ლუიზიანას შტატებში ევაკუაციისაკენ მოუწოდეს ნახევარ მილიონამდე ადამიანს. არსებობს საფრთხე, რომ ტროპიკულ შტორმად გარდაქმნამდე ლაურა ტორნადოების ჩამოყალიბებას გამოიწვევს და კიდევ რამდენიმე მეზობელ შტატს დააზარალებს.

სანამ აშშ-ს სანაპიროს მიაღწევდა, შტორმმა ლაურამ და შტორმმა მარკომ კარიბის ზღვის კუნძულებს გადაუარეს. დაიღუპა 24 ადამიანი.

კომენტარები