პენსიების გაცემა

გახარია: პენსიები ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე დაირიცხება და შესაბამისი განრიგით გაიცემა

ქართული ოცნება

გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის გავრცელებისა და პენსიონერებისთვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, საბანკო სექტორთან ერთად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პენსია ყოველი თვის პირველიდან 14 რიცხვამდე დაირიცხოს შესაბამისი განრიგის მიხედვით.

ამ დრომდე პენსია ლიბერთი ბანკში ყოველი თვის 14 რიცხვში ირიცხებოდა.

"რა თქმა უნდა, ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი, ამას უზრუნველყოფს ბანკი. არანაირი ტექნიკური შეფერხება ან პრობლემა არ იქნება და ვერ იქნება. შედეგი უნდა მივიღოთ ის, რომ რიგები უნდა დაეცეს და ჩვენს პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ყველამ ერთ დღეს, არამედ თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით მიიღონ პენსია, რომ არ მოხდეს კორონავირუსის გავრცელება მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პენსიონერებში". – თქვა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები