ანტონიო ბანდერასი

ანტონიო ბანდერასი ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

Variety

ესპანელი მსახიობი, ანტონიო ბანდერასი, ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ბანდერასი წერს, რომ 21-დღიანი განმარტოების შემდეგ ის განკურნებულია.

"21-დღიანი დისციპლინური განმარტოების შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ Covid-19 დავამარცხე. მე განკურნებული ვარ. ჩემი ფიქრები მათთან არის, ვინც ჩემსავით იღბლიანები არ აღმოჩნდნენ და ასევე მათთან, ვინც უფრო მეტად დაიტანჯა, ვიდრე მე. ვუსურვებ ძლიერებას მათ, ვინც ჯერ კიდევ ებრძვის ვირუსს." – წერს მსახიობი Twitter-ზე.

ანტონიო ბანდერასს ახალი კორონავირუსი 10 აგვისტოს, თავის მე-60 დაბადების დღეზე დაუდასტურდა. მაშინ ის ამბობდა, რომ კარგად იყო, უბრალოდ ჩვეულზე უფრო დაღლილად გრძნობდა თავს.

კომენტარები