ენგური

მდინარე ენგურმა კაცის ცხედარი გამორიყა

http://www.panoramio.com/

ორსანტიაში მდინარე ენგურმა კაცის ცხედარი გამორიყა. მომხდარი ფაქტი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჯერჯერობით, უცნობია დამატებითი დეტალები. ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისის სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები