ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსს მამის მეურვეობისგან გათავისუფლება სურს

Page Six

ამერიკელ მომღერალს, ბრიტნი სპირსს, მამის მეურვეობის ქვეშ ყოფნა აღარ სურს.

ჯეიმი სპირსი პოპვარსკვლავის საქმეებს და პირად ქონებას განაგებს. მომღერალი მეურვეობას თანაშემწეს, ჯოდი მონტგომერის გადასცემს. მიზეზად მამის ჯანმრთელობის გაუარესება სახელდება. 

ჯეიმი შვილის მეურვე გახდა 2008 წელს, როდესაც მომღერალს კევინ ფედერლაინთან დაშორების შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო. 

სპირსი უფლებების მონტგომერისთვის გადაცემას სასამართლოს გზით აპირებს.

 

კომენტარები