matrix 4

ლოურენს ფიშბორნი: ახალი მატრიცის გადაღებებზე არ დამპატიჟეს

UOL

მორფეუსის როლის შემსრულებელმა, ლოურენს ფიშბორნმა, უკანასკნელ ინტერვიუში ახალი მატრიცის შესახებ ისაუბრა.

"გადაღებებზე არ დამპატიჟეს. შესაძლოა, ამ ფაქტმა ახალი პიესის დაწერისკენ მიბიძგოს. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ვიმედოვნებ, ფილმი კარგი გამოვა". – ამბობს ფიშბორნი.

რეჟისორ ლანა ვაჩოვსკის თქმით, ახალ ნაწილში ახალგაზრდა მორფეუსი გამოჩნდება. ამ დროისთვის პროექტზე მსახიობები კიანუ რივზი, კერი ენ-მოსი, ნილ პატრიკ ჰარისი, პრიანკა ჩოპრა და იახია აბდულ-მარტინ II მუშაობენ.

მეოთხე მატრიცის პრემიერა 2022 წლის 1 აპრილს იგეგმება.

კომენტარები