ჩინეთის ქალაქი ირწმუნება, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის ფრთებზე Covid-19 აღმოაჩინეს

ANBA

ჩინეთის სამხრეთ ქალაქ შენჭენში მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებული გაყინული ქათმის ფრთებიდან აღებული ნიმუშებიდან ახალ კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოვიდა. 

ოფიციალური პირები ბრენდის სახელს არ ამბობენ.

როგორც CNN წერს, შენჭენის მაღალჩინოსნებმა იპოვეს ადამიანები, რომლებსაც სავარაუდოდ პროდუქტთან შეხება ჰქონდათ და მათ ტესტირება ჩაუტარეს. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. 

ისინი ახლა ეძებენ კომპანიის სხვა პროდუქტებსაც, რასაც უკვე ყიდიან. ადგილს, სადაც ქათმის ფრთები იყო, დეზინფექცია გაუკეთეს.

კომუნისტური ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამ სიახლემდე ერთი დღით ადრე ჩინეთის ანხუეის პროვინციის ერთ-ერთ რესტორანში შემოწმების დროს კრევეტების შეფუთვაზე, რომელიც ეკვადორიდან იყო იმპორტირებული, კორონავირუსი ნახეს.

როგორც CNN წერს, ჩინეთში შვიდი შემთხვევა იყო, როდესაც იმპორტირებული ზღვის პროდუქტის შეფუთვაზე კორონავირუსი იპოვეს. 

ჩინელი მაღალჩინოსნები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ფრთხილად იყვნენ იმპორტირებული ხორცის ან ზღვის პროდუქტის ყიდვის დროს. 

"არ არსებობს მტკიცებულება ამ დრომდე, რომ ვირუსები, რომლებიც იწვევენ რესპირატორულ დაავადებას, გადადის საკვებით ან საკვების შეფუთვით. კორონავირუსები ვერ გამრავლდება საკვებზე; მათ სჭირდებათ მასპინძლად ცხოველი ან ადამიანი, იმისათვის, რომ გამრავლდნენ," - აცხადებს ჯანმო.

კომენტარები