რეკლამა

® საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხულოში ავეჯის საწარმო გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის ჩართულობით, შპს ტექნოჯორჯიამ ხულოში ავეჯის საწარმო გახსნა. კომპანია გარდა სტანდარტული ავეჯის წარმოებისა, მომხმარებელს პრემიუმ სეგმენტის სუფთა და მაღალხარისხიან ხის ავეჯსაც სთავაზობს. შპს ტექნოჯორჯია პროდუქციის რეალიზაციას ახდენს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს 2 საწარმოს. ერთი მათგანი ბათუმშია, მეორე კი ხულოში. კომპანია წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას მის საკუთრებაში არსებულ სამ მაღაზიაში ახდენს. კომპანია კორპორატიულ და მსხვილ სამშენებლო კომპანიებს უწევს მომსახურებას. კომპანიას დასაქმებული ყავს 35 ადამიანი. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 135 000 ევროა.

"მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური თანამონაწილეობით, ხულოში შპს ტექნოჯორჯიას კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა. კომპანიას ბაზარზე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის პროდუქტს სთავაზობს. მიგვაჩნია, რომ რეგიონში ბიზნესების წახალისება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას". – განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

კომენტარები