კრიმინალი საქართველოში

ზურაბიშვილი: კრიმინალი თანამედროვე მსოფლიოს სენია, საქართველოში მძიმე მდგომარეობა არაა

მე სხვაგანაც მიცხოვრია და ზუსტად ვიცი, რა არის კრიმინალური მდგომარეობა, რაც, სამწ​უხაროდ, ყველგან ხდება. ეს თანამედროვე მსოფლიოს სენია და აქ ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს.

მგონი ისაა ძალიან მძიმე, როცა ქვეყანაში ტელევიზიებიდან დილიდან საღამომდე მხოლოდ ეს გვესმის. ეს ჩვენს ახალგაზრდობას და მათ ფსიქიკას ძალიან ცუდად აღესახება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანებს ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ვაცხოვრებთ.

ვფიქრობ, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, ცოტა დავწყნარდეთ, ყველაფერს ცოტა დისტანციაზე შევხედოთ, არ უნდა დავუშვათ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ ეს მონსტრი არ უნდა გავხადოთ, როგორიც არ არის ამ ქვეყანაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები