ავტოსაგზაო შემთხვევა გაბრიელ სალოსის გამზირზე

გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა

flickr

6 აგვისტოს თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, არიან დაშავებულები.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები