დავით დავარაშვილის სამეანო - გინეკოლოგიური კლინიკა ლუბლიანას ქუჩის N13-ში ოფიციალურად გაიხსნა და 8 აგვისტოდან სრული დატვირთვით მზად არის პაციენტების მისაღებად.
5 წლის იუბილესთან დაკავშირებით კლინიკა ახალ შენობაში გადავიდა, რომელიც ტექნიკურად უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.
"ოჯახური გარემო, პროფესიონალ ექიმთა გუნდი, უნიკალური სერვისები და მიდგომები გარანტიაა მომავალი დედების და ბავშვების უსაფრთხო და ჯანმრთელი მომავლისთვის". – აცხადებს დავარაშვილის კლინიკა და აღნიშნავს, რომ მათი მთავარი მისიაა, საქართველოში სამეანო-გიკენოლოგიის დარგის განვითარება, ინოვაციური მიდგომებითა და უნიკალური სერვისებით, რაც მოსახლეობის ჯანმრთელი მომავლის საწინდარია.
კლინიკაში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:
- გინეკოლოგია ( ლაპარასკოპიული, აბდომინალური, ვაგინალური ოპერაციები)
- რეპროდუქტოლოგია
- მშობელთა სკოლა
- სამეანო განყოფილება
- ორსულთა მეთვალყურეობა
- ექოსკოპიური გამოკვლევები
- ლაბორატორია
- ახალშობილის მეთვალყურეობა - პედიატრია
"ნაყოფის მედიცინის სერვისი - ეს არის მიმართულება, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად დანერგილია ამ კლინიკაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებული უახლესი და ინოვაციური მიდგომებით რაც ხელს უწყობს ნაყოფის უსაფრთხო განვითარებას და დაბადებას.
კლინიკის ხელმძღვანელობა დიდ მადლობას უხდის ევექსის ჰოსპიტალებს და თიბისი ბანკს ფინანსური მხარდაჭერისთვის" - აცხადებს დავარაშვილის კლინიკა, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ლუბლიანას ქუჩის 13 ნომერში.
საკონტაქტო ინფორმაცია - 2424252/ddc.ge





