ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰიროშიმას ატომური დაბომბვა

ჰიროშიმას ატომური დაბომბვიდან 75 წელი გავიდა [ფოტოები]

ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2020 - 15:37
tbl.ge/4zba
დაკოპირდა
Teiji Nihei
Shigeo Hayashi
Yosuke Yamahata
Yosuke Yamahata
Eiichi Matsumoto
Yosuke Yamahata
Hiromichi Matsuda
Shunkichi Kikuchi
Shunkichi Kikuchi
Shunkichi Kikuchi
Shunkichi Kikuchi
Yoshito Matsushige
Yotsugi Kawahara
Eiichi Matsumoto

დღეს, 6 აგვისტოს ჰიროშიმას ატომური დაბომბვიდან 75 წელი გავიდა. იაპონიაში ტრაგედიის წლისთავის მიძღვნილ ცერემონიაში კორონავირუსის გამო შეზღუდული რაოდენობის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცერემონიას 1945 წლის დაბომბვას გადარჩენილები, მათი ოჯახის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ.

8:15-ზე, ატომური ბომბის ჩამოვარდნის ზუსტ დროს, მშვიდობის პარკში შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგედიაში დაღუპულებს. 1945 წელს, ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების შედეგად, 140 000 ადამიანი დაიღუპა. რადიაციასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებების შედეგად, აფეთქების მომდევნო პერიოდში მსხვერპლი კიდევ უფრო გაიზარდა.

ცერემონიაზე ჰიროშიმას მერმა მსოფლიოს მოუწოდა, უარი ეთქვათ ეგოისტურ ნაციონალიზმზე და გაერთიანებულიყვნენ საერთო საფრთხეების წინააღმდეგ. ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემაც. პრემიერ მინისტრის განცხადებით, ბირთვული იარაღის დამანგრეველი ძალა მსოფლიოში მხოლოდ იაპონიას აქვს გამოცდილი და მისი ვალია წინ წაწიოს საერთაშორისო საზოგადოების მცდელობები, შექმნას ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიო.

იაპონია იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელსაც ხელი არ მოუწერია ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ გაეროს ხელშეკრულებაზე, რაც ატომურ დაბომბვაში გადარჩენილი ადამიანების უკმაყოფილებას იწვევს.

წლების მანძილზე ჰიროშიმას და ნაგასაკის ატომურ დაბომბვაში გადარჩენილი ადამიანები ბირთვული იარაღის საწინააღმდეგო მოძრაობის სახე იყვნენ. დღეს, როცა მათი საშუალო ასაკი 83-ს აღწევს, ბევრი შიშობს, რომ მათი სიკვდილის შემდეგ მსოფლიო ბირთვული იარაღის დამანგრეველ ძალას დაივიწყებს.

ჰიროშიმას დაბომბვიდან სამ დღეში, 9 აგვისტოს აშშ-ს საავიაციო ძალებმა მეორე ატომური ბომბი ნაგასაკიზე ჩამოაგდეს. 6 დღის შემდეგ, 15 აგვისტოს იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ კაპიტულაცია გამოაცხადა. 2 სექტემბერს ხელი მოეწერა კაპიტულაციის ხელშეკრულებას და მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა.

ჰიროშიმას ატომური დაბომბვის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით New York Times-მა 1945 წელს დაბომბვების შემდეგ იაპონელი ფოტოგრაფების გადაღებული სურათები გამოაქვეყნა.

ნაგასაკიიაპონიაშინზო აბეატომური დაბომბვაბირთული შეიარაღებაჰიროშიმა და ნაგასაკიბითვული იარაღიატომური იარაღიჰიროშიმას ატომური დაბომბვაჰიროშიმა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕