მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ოპოზიციაზე: მესმის, ყველას უნდა, მზის ქვეშ თავისი ადგილი ჰქონდეს

ნუ, მათ აქვთ, მესმის, რომ ყველას უნდა, მზის ქვეშ თავისი ადგილი ჰქონდეს, მაგრამ ნუ, ასე მარტივად არ გამოდის. ჩვენ თავის დროზე შევთავაზეთ ყველას საერთო სიის შექმნა, ნუ, არ უნდათ, ნუ უნდათ... ვინმეს ბოლო საუკუნეების განმავლობაში საქართველოში აუშენებია იმის მეასედი მაინც, ვიდრე მე და ჩემმა გუნდმა? ეს არის მარტივი ფორმულა, ადამიანებს კითხვას რომ დაუსვამ. ვის აქვს ახლა ენერგია, რომ ჭაობიდან ამოათრიოს ქვეყანა და დაიწყოს ხელახლა ფართომასშტაბიანი აღმშენებლობა ქვეყნის, დაასაქმოს ხალხი, შეწყვიტოს მიგრაცია და გაქცევა ხალხის, მისცეს ადამიანებს შემოსავალი, გააკეთოს მსოფლიო მასშტაბის პროექტები და მთელ მსოფლიო ასპარეზზე წაიყვანოს საქართველო. ყველამ დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა და, მე მგონი, პასუხი ნათელია. აქედან გამომდინარე, ეხლა, ჭაობის რიტორიკას მე არავის მინდა შევყვე...

რაც შეეხება, ვინ დააკომპლექტებს და რას დააკომპლექტებს, მთავრობები მომავალი უნდა იყოს დაკომპლექტებული საზოგადოების საუკეთესო წევრებით, წარმომადგენლებით, ყველაზე კვალიფიციური ქართველებით. მთელ მსოფლიოში არიან ისინი, ყველაზე ნიჭიერი ჩვენი ხალხი. ეს არ უნდა იყოს არც არანაირი პარტიული კვოტები. პარტიები, ყველაფერი მოგვრჩება უკან, თუ ქვეყანა არ ამოვათრიეთ და ქვეყანა უნდა ამოათრიოს ქვეყნის ყველაზე კარგმა ხალხმა

მიხეილ სააკაშვილი ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ახალა ძალა და რესურსი ნაციონალურ მოძრაობას, რომ მან მარტო მიაღწიოს გამარჯვებას ივანიშვილის წინააღმდეგ და თავად დააკომპლექტოს მთავრობა. ჟურნალისტმა ექსპრეზიდენტს ასევე ჰკითხა, რას ფიქრობს იმ ფორმულირების შესახებ, რასაც სხვა ოპოზიციური პარტიები ხშირად ამბობენ, რომ არ უნდა იყოს ორპოლუსიანი არჩევნები - მიშა ბიძინას ან ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების წინააღმდეგ.

კომენტარები