რექტორის არჩევნები თსუ-ში

აკადემიურმა საბჭომ თსუ-ს რექტორად ისევ გიორგი შარვაშიძე აირჩია

განათლების სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დასრულდა – აკადემიურმა საბჭომ რექტორად ისევ გიორგი შარვაშიძე აირჩია.

გიორგი შარვაშიძეს საბჭოს 37 წევრიდან მხარი 32-მა დაუჭირა.

არჩევნებში შარვაშიძესთან ერთად მონაწილეობდნენ ცირა ბარამიძე და გიორგი ბარამიძე. გიორგი ბარამიძემ არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე თავისი კანდიდატურა მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის 34% პლაგიატია. თავად უნივერსიტეტმა პლაგიატის ფაქტი უარყო.

კომენტარები