ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

bpn.ge

ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. 

ინფორმაცია თავდაპირველად სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა. როგორც გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, შუახნის კაცს დენმა დაარტყა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები