აშშ-ს პრეზიდენტობის ყოფილი რესპუბლიკელი კანდიდატი ჰერმან კეინი Covid-19-ით გარდაიცვალა

ჰერმან ქეინი
Atlanta Journal-Constitution

აშშ-ს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, ჰერმან კეინი, 74 წლის ასაკში ახალი კოროვირუსის გამო საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

კეინი ერთ-ერთია იმ მაღალი რანგის ამერიკელ საჯარო პირთაგან, რომელიც ახალ ვირუსს ემსხვერპლა.

ახალი კორონავირუსის დადასტურებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე კეინი ოკლაჰომაში, ტალსაში ტრამპის საარჩევნო ყრილობას ესწრებოდა.

"ჰერმან კეინი - ჩვენი ბოსი, მეგობარი, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის მამასავით იყო, გარდაიცვალა," - წერს დენ კალაბრესი, რომელიც კეინის გვერდს მართავდა.

გასულ წელს ტრამპი მის ნომინაციას განიხილავდა ფედერალური რეზერვის საბჭოში გაწევრიანებისთვის. მას შემდეგ, რაც მისი ნომინაცია უკან გაიწვიეს, ქეინი კვლავ ტრამპის მხარდამჭერი იყო.

ჰერმან კეინს ახალი კორონავირუსი 29 ივნისს დაუდასტურდა, 1-ლ ივლისს ის ატლანტაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კეინმა Twitter-ზე გააზიარა ფოტო, სადაც ტრამპის ყრილობაზე სხვა დამსწრეებთან ერთადაა. ფოტოზე არცერთ პირს არ უკეთია პირბადე ან სხვა დამცავი საშუალება. 

ტრამპის კამპანიის წარმმართველებმა განაცხადეს, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებამდე დამსწრეებს ტემპერატურა გაუზომეს, ადგილზე პირბადეებს და ხელების სადეზინფექციო საშუალებებს არიგებდნენ, თუმცა მათი გამოყენება სავალდებულო არ ყოფილა.  

კეინის ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტრამპის კამპანიის წარმომადგენლემა თქვეს, რომ "არ არსებობს გზა, რითაც გაიგებენ, თუ როგორ ან როდის დაინფიცირდა კეინი კორონავირუსით". მათივე განცხადებით, ღონისძიებაზე ის ტრამპს არ შეხვედრია. 

კეინი კანზასის ფედერალური რეზერვის ბანკის საბჭოს ხელმძღვანელი, რესტორან Godfather’s Pizza-ს ყოფილი ხელმძღვანელი იყო იქამდე, ვიდრე რესპუბლიკურ პარტიას შეუერთდებოდა და პრეზიდენტობის კანდიდატი გახდებოდა.

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კეინმა მედიის ყურადღება მიიპყრო თავისი "9-9-9" საგადასახადო გეგმით. 2012 წლის პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 2011 წლის დეკემბერში  მიიღო მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ 90-იანებში სექსუალური შევიწროების ბრალდებები წამოაყენეს. მან ბრალდებები უარყო.

კომენტარები