THE COMEY RULE

COMEY RULE-ის ტრეილერი გამოვიდა, სერიალში დონალდ ტრამპის როლს ბრენდან გლისონი ასრულებს

Joblo

ტელეკომპანია Showtime-მა ახალი მინისერიალის The Comey Rule-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. მომავალ შოუში დონალდ ტრამპის როლს ბრიტანელი მსახიობი ბრენდონ გლისონი ასრულებს.

სერიალის სცენარი FBI-ის ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის წიგნს ეფუძნება. შოუ ოსკარის ნომინანტმა რეჟისორმა, ბილი რეიმ გადაიღო. თავად კომის როლს ჯეფ დენიელსი ასრულებს.

2017 წელს ჯეიმს კომი FBI-ს ხელმძღვანელის თანამდებობიდან დონალდ ტრამპმა მოულოდნელად გაათავისუფლა. დემოკრატიული პარტიის აზრით, კომი ტრამპის საარჩევნო შტაბისა და რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო კავშირის საქმეს იძიებდა.

მინისერიალი ეთერში მიმდინარე წლის 27 სექტემბერს გამოვა.

კომენტარები