რეკლამა

® აჭარაბეთის მხარდაჭერით Startup World Cup-ის ღონისძიებას საქართველო მასპინძლობს

30 ივლისს, მსოფლიო სტარტაპ რუკაზე საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ
გამოჩნდება. კომპანია “აჭარაბეთის“ მხარდაჭერით Startup World Cup-ის რეგიონალურ
ღონისძიებას - Black Sea and Beyond Regional Competition საქართველო მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას 12 ქვეყნის სტარტაპები იღებენ. “აჭარაბეთი“, როგორც
ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სფეროს მხარდამჭერი კომპანია, კონკურსის
გენერალური სპონსორია.

ნახევარფინალში გამოვლინდა 10 რეგიონალური ფინალისტი. თორმეტი ქვეყნიდან.
ფინალისტებს შორის მოხვდა ოთხი ქართული სტარტაპი: Phubber-ი, Stack-ი, Elven
Technology-ი და Cardeal-ი.

რეგიონალური ფინალისტების სრული სია ქვეყნების მიხედვით კი, ასე გამოიყურება:

  • ForgeFiction – Armenia
  • Botbox pro – Azerbaijan
  • Phubber – Georgia
  • Stack – Georgia
  • Elven Technologies – Georgia
  • Cardeal – Georgia
  • Smapplab LTD – Hungary
  • Izibac Educational SRL – Romania
  • Stroma Vision – Turkey
  • Bicovery - Ukraine

30 ივლისს ჟიური 10 რეგიონალური ფინალისტიდან ერთ გამარჯვებულს გამოავლენს,
რომელიც ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზის, 1 000
000 დოლარის მოსაგებად.

„Startup World Cup”-ი სტარტაპების ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და შეჯიბრია
მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია Pegasus Tech Ventures-ის მიერ, რომელიც
მილიარდ დოლარიანი ვენჩურული ფონდია.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.startupworldcup.io/georgia-regional

კომენტარები