BLACKPINK

ქეი პოპ ბენდი BLACKPINK ახალ ალბომს გამოუშვებს

Stylecaster

ქეი პოპ ბენდი Blackpink-ი ახალ ალბომზე მუშაობას იწყებს. ბენდის პირველი სრულფასოვანი ალბომი, მარტივი სახელით, Album-ი მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გამოვა. 

ერთი თვის წინ გამოსულმა სინგლმა, How You Like That რეკორდი დაამყარა და Youtube-ზე 24 საათში 86 მილიონი ნახვა მოაგროვა.

ახლო წარსულში ბენდმა ლედი გაგასთან ერთად სიმღერა Sour Candy-ი ჩაწერა, რომელიც ამერიკელი მომღერლის ალბომში Chromatica მოხვდა.

ჯგუფის წევრების განცხადებით, სადებიუტო ალბომში სხვა კორეელ არტისტებთან ერთობლივი ძალებით ჩაწერილი კომპოზიციებიც მოხვდება.

კომენტარები