კორონავირუსი ჩრდილოეთ კორეაში

ჩრდილოეთ კორეაში COVID 19-ის პირველი შესაძლო შემთხვევა დაადასტურეს

KCNA

ჩრდილოეთ კორეაში COVID 19-ის პირველი შესაძლო შემთხვევის გამო სასაზღვრო ქალაქ კესონში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა პოლიტბიუროს საგანგებო სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სააგენტო KCNA ავრცელებს

აქამდე კიმ ჩენ ინი ირწმუნებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსთან ბრძოლაში ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია და ქვეყანაში ჯერ ინფიცირების არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

კომენტარები