დაპირისპრება ახმეტელებს და პანკისელებს შორის

"მანქანით ქათამს დაეჯახნენ" - რა გახდა ახმეტელებს და პანკისელებს შორის დაპირისპირების მიზეზი

ტვ პირველი

ახმეტის სოფელ მატანთან პოლიციაა მობილიზებული - უკვე 2 დღეა, პანკისელებს და სოფელ მატანის მცხოვრებლებს შორის დაძაბულობაა. მატანთან ადგილობრივები არიან შეკრებილები, ისინი ითხოვენ, ის პანკისელები დაისაჯონ, რომლებმაც სოფლის ორ მცხოვრებს სასტიკად სცემა.

დაპირისპირება გუშინ, 23 ივლისს დაიწყო. პანკისის სათემო რადიოს ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მატნელები მანქანით სოფელ ხადორიდან ბრუნდებოდნენ სახლში. ისინი სოფელ დუისში სამანქანო გზაზე ქათამს დაეჯახნენ, ამას მოჰყვა იქვე მყოფ პირებთან შელაპარაკება, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. როგორც ახმეტის მერიის წარმომადგენელმა, დავით მამუკელაშვილმა პანკისის სათემო რადიოს უთხრა, სწორედ მაშინ სცემეს მატანში მცხოვრებ ორ ახალგაზრდას

მატნელებმა დღეს, 24 ივლისს სამანქანო გზაც გადაკეტეს. გზა უკვე თავისუფალია, თუმცა, მატნელები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ პანკისელები ბოდიშს არ მოიხდიან და შესაძლოა, გზა კიდევ ერთხელ დაბლოკონ.

კომენტარები