მესტია

მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს მე-6 დღეა ეძებენ

მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს მე-6 დღეა ეძებენ. ილია ფილფანი 18 ივლისს, დილით, სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

სამძებრო სამუშაოებში პოლიცია, სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და 80-მდე მაშველი.

უწყების ცნობით, მოზარდის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სვანეთის მასშტაბით, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ანაკლიასა და ურეკში.

კომენტარები