ხანძარი ნანტის კათედრალში

ნანტის კათედრალის აღდგენას სამი წელი დასჭირდება

Reuters

ქალაქ ნანტის მე-15 საუკუნის კათედრალის აღდგენას, სულ მცირე, სამი წელი დასჭირდება. განაცხადა ამის შესახებ მთავარმა არქიტექტორმა პასკალ პრუნეტმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ხანძარი გოთიკურ ტაძარში კვირას გაჩნდა. ნანტის პოლიციას ეჭვი აქვს, რომ ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი. მიმდინარეობს გამოძიება.

ექსპერტები ამ დრომდე დაზიანების შესაფასებლად მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა დასჭირდება ნაგებობის აღდგენას. ორშაბათს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მარმა დაარწმუნა საზოგადოება, რომ სახელმწიფო მზადაა, დააფინანსოს კათედრალის აღდგენა.

ხანძრის დროს განადგურდა 1621 წლის ორგანი, რომელიც ფრანგულ რევოლუციას და მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვებს გადაურჩა. ხანძარს შეეწირა ფასდაუდებელი არტეფაქტები, ნახატები და ვიტრაჟები.

მეხანძრეებმა მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა და კათედრალის მთავარი სტრუქტურის გადარჩენა.

ნანტის პოლიციას ეჭვი აქვს, რომ ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები