ხანძარი ნანტის კათედრალში

დასავლეთ საფრანგეთში ნანტის კათედრალს ცეცხლი გაუჩნდა

დასავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ნანტის კათედრალში ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას ფრანგული მედია ადგილობრივ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. 

ნანტის კათედრალი მე-15 საუკუნეში აშენდა. გასულ წელს ხანძარი გაუჩნდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარსაც, რის შედეგადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული კათედრალის ხის უძველესი კონსტრუქცია დაიწვა. ჩაინგრა ტაძრის სახურავის ნაწილი და კოშკიც. 

 

კომენტარები