პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია

კალაძე: პარლამენტის ტერიტორიის განახლების შემდეგ, გინდ აქცია ჩაატარონ, გინდ ცეკვა-თამაში

[...] რაც შეეხება სამუშაოებს, გახსოვთ, რამდენი არასწორი განცხადებები და სპეკულაციები მოყვა ამ თემას, თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომ ადამიანები არ შეიკრიბოს პარლამენტის წინ, თითქოს შეკრების ადგილები არ იყოს თბილისში და ადგილების ნაკლებობა გვქონდეს. ყველაფერს ცდილობენ, რომ ყველაფერს გაედონ, გამოედონ და გამოიყენონ ეს ყველაფერი რაღაც პოლიტიკისთვის.

ღმერთმა ხელი მოუმართოთ, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ აქცია, როდის იყო, რომ პარტია ქართულ ოცნებას, რაც ჩვენ 2012 წლის შემდეგ ვართ ხელისუფლებაში, ვინმესთვის შეგვეზღუდოს სიტყვის და თავისუფლების გამოხატვა, არც ერთი ფაქტი არ არსებობს [...] პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის განახლების მერე, ვისაც სურვილი აქვს გინდ აქცია ჩაატაროს, გინდ ცეკვა-თამაში

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე რუსთავი 2-ის ეთერში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

კომენტარები