სერ იენ მაკკელენი

იენ მაკკელენმა თეატრებში დასაქმებული ხალხისთვის 40 000 დოლარი გაიღო

Getty Images

სერ იენ მაკკელენმა ბრიტანეთის თეატრებში დასაქმებული ხალხის დასახმარებლად 40 000 დოლარი გაიღო.

დახმარების მიზეზი პანდემიის გამო თეატრების დახურვა და ამ ხალხისთვის შემოსავლების შემცირება ან დაკარგვა გახდა.

"თეატრებში დასაქმებულმა ადამიანებმა ნახეს, როგორ განადგურდა მათი შემოსავალი ახალი კორონავირუსის დროს ეკონომიკური ჩაკეტვის გამო.

მე პირადად, წერილი მივიღე სცენის მენეჯერისგან, რომელსაც სახლიდან ასახლებდნენ და მთავრობის დახმარებას ვერ იღებდა." – თქვა მაკკელენმა.

ამჟამად, 81 წლის სერ იენ მაკკელენი ჰამლეტის როლის შესასრულებლად ემზადება – იგი რეპეტიციებს დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით ესწრება. უკანასკნელად, მსახიობმა ჰამლეტის სპექტაკლში 50 წლის წინ ითამაშა. 

კომენტარები