მინდია გოგოჭური

შეკვეთილში გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს

იმედი

ექსპრეზენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური კიდევ ერთხელ დააკავეს.

ინციდენტი, რის გამოც გოგოჭური დააკავეს, შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფში მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით დაიწყო - ცემის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების.

მინდია გოგოჭური გასულ წლებშიც რამდენჯერმე დააკავეს. 2018 წლის ივლისში გამოძიება მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდა. გოგოჭურის გვარი ფიგურირებდა 2013 და 2011 წლებში მომხდარი დაჭრის შემთხვევებში.

კომენტარები