ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
წმ. ბარბარეს ეკლესია

ძეგლთა დაცვა: ეკლესიაში საფლავების დაზიანებაზე მყისიერი სამართლებრივი ქმედება იქნება

კვირა, 19 ივლისი, 2020 - 16:06
Facebook/ George Tiginashvili
tbl.ge/4xie
დაკოპირდა
Facebook/ George Tiginashvili
Facebook/ George Tiginashvili
Facebook/ George Tiginashvili
Facebook/ George Tiginashvili
Facebook/ George Tiginashvili

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტაბულას უთხრა, რომ ნავთლუღში წმ. ბარბარეს ეკლესიაში ისტორიული ძეგლების განადგურებაზე სააგენტოს დაუყენებლივი სამართლებრივი რეაგირება ექნება. 

განცხადებას, რომელიც სააგენტოში მოგვაწოდეს, უცვლელად გთავაზობთ. 

"იქნება დაუყონებლივი სამართლებრივი ქმედება. წინასწარი დათვალიერების შედეგად აქ იკვეთება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნიშნები. ჩვენი ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილზე გაეცნობა შექმნილ ვითარებას და უკვე დაიწყება ქმედებები, როგორც სამართლებრივი, ისე ძეგლთა დაცვის მიმართულებით. 

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ფოტომასალების გამავრცელებლებს მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებისთვის და სწორედ ასეთი მოქალაქეების ქცევებისგან ხდება ძეგლთა დაცვის ეფექტური მექანიზმების შემუშავება, ვინაიდან ჩვენი უწყება რესურსის თვალსაზრისით მოკლებულია იმას, რომ პერმანენტული ზედამხედველობა გვქონდეს ეკლესია-მონასტრებზე. 

მოქმედება იქნება მყისიერი და ამავდროულად ეს არ იქნება ერთჯერადი ქმედება, ალბათ, უახლოეს პერიოდში ამ საკითხს დავაყენებთ საპატრიარქოსთან, რომ ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ეს მავნე პრაქტიკა". – აცხადებს სააგენტო. 

თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა დღეს სოციალურ ქსელ Facebook-ში გაავრცელა ფოტოები, რომლითაც ირკვევა, რომ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო ეკლესიაში ისტორიული იერსახე განადგურდა. განადგურებულია თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათზე აღბეჭდილი წარწერებიც. 

ფოტოებთან ერთად ტიგინაშვილი პოსტსაც აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა და განადგურდა ეკლესიაში. როგორც თეოლოგი წერს, ეს ყველაფერი ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ისე არხოზიშვილის ხელმძღვანელობით მოხდა. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოწმ. ბარბარეს ეკლესიავანდალიზმიძეგლების განადგურებაისტორიული ძეგლების განადგურებასაფლავების განადგურებასაპატრიარქო

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2020 - 14:25წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში საფლავების განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  • სამშაბათი, 21 ივლისი, 2020 - 16:05საპატრიარქო ეკლესიაში საფლავების განადგურებაზე: 17 წლის წინანდელია, თუმცა, არ მართლდება
  • კვირა, 19 ივლისი, 2020 - 15:23ფოტოებიდან ჩანს, რომ წმ. ბარბარეს ტაძარში საფლავები გაანადგურეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕