ლა ლიგა

მადრიდის რეალი ესპანეთის ჩემპიონია

Gabriel Bouys / Getty Images

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა, 37-ე ტურში მადრიდის რეალმა ვილიარეალი 2:1 დაამარცხა და 86 ქულით ესპანეთის ჩემპიონი გახდა. მადრიდელთა მხრიდან დუბლი შეასრულა ქარიმ ბენზემამ, რომელიც ბომბარდირობისათვის ბრძოლაში პირველ ადგილზე მყოფ ლიონელ მესის მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება, ვილიარელიდან კი გოლი იბორამ გაიტანა. რეალისთვის ეს ლა ლიგის 34-ე ტიტულია.

კატალონიის ბარსელონა, რომელიც გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა, ოსასუნასთან საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა, თუმცა ამას გათამაშების ცხრილზე გავლენა არ მოუხდენია. 

მადრიდის რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონა, ატლეტიკო და სევილია ითამაშებენ, ევროპა ლიგის ზონაში ჯერ ყველაფერი გარკვეული არაა. 

მალიორკა და ესპანიოლი ლა ლიგიდან გავარდნენ, მესამე გუნდის გავარდნის ბედს კი ბოლო ტური გადაწყვეტს. 

 

 

კომენტარები