Edison Research

Edison Research: ვის მისცემდით ხმას მთაწმინდის ოლქში - შავგულიძე 28%, ოცნების კანდიდატი 38%

ტაბულა

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "ვის მისცემდით ხმას მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს" გამოკითხულთა 28% შალვა შავგულიძეს ასახელებს.

38% ამბობს, რომ მხარს ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერდა, 3% კი ამბობს, რომ სხვა კანდიდატს. პასუხზე უარი გამოკითხულთა 31%-მა თქვა.

კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 2 000 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 16% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 5% ევროპულ საქართველოს. დანარჩენი შედეგები კი შემდეგნაირად ნაწილდება:

ლეიბორისტული პარტია 3%, ლელო - 3%, ახალი საქართველოსთვის - 3%, პატრიოტთა ალიანსი - 3%, გირჩი - 2%, მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 2%, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის (ნინო ბურჯანაძე) - 1%, გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%, სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 1%, თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 1%.

გამოკითხულთა 20%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.

კომენტარები