ეთნიკური შუღლი

მარნეულში "მარშელები" ნარიმანოვის ძეგლის აღებას ითხოვენ, მიმდინარეობს კონტრაქციაც

მარნეულში პუტინისტური დაჯგუფება ქართული მარშის წევრები და მათი მომხრეები, ასევე მარნეულისა და ჰუჯაბის  ეპარქიის წარმომადგენლები საქართველოში დაბადებული ეთნიკურად აზერბაიჯანელი მწერლის და პოლიტიკოსის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას ითხოვენ. ქართული მარშის წევრები მარნეულში საგანგებოდ ჩავიდნენ. ისინი 

ადგილზე მიმდინარეობს კონტრაქციაც - მოქალაქეთა ნაწილი ძეგლის აღებას ეწინააღმდეგება. ორ აქციას ერთმანეთისგან პოლიცია ყოფს.

"ჩვენმა პატივცემულმა ქალაქის მერმა 26 მაისის დამოუკიდებლობის დღე მოგვილოცა იმით, რომ აღადგინა ჩვენი დამოუკიდებლობის დამსამარებელი ნარიმანოვის ძეგლი, ამაზე დიდი ცინიზმი, ამაზე დიდი შეურაცხყოფა, ამაზე დიდი ღირსების აყრა, ამაზე დიდი წინაპართა სულში ჩაფურთხება, მითხარით, რა გინდათ? ცოტა ხანში მოვითხოვთ, თვიმმართველ ქალაქში რომ ზიან, ვისაც ნდობის მანდატი მივანიჭეთ, მათ შორის, საკრებულოს წევრებს, მოვიდნენ და საზოგადოებას პასუხი გაგვცენ.

მე ვეკითხები ჩემს აზერბაიჯანელ ძმებსა და დებს, ხომ არ გვეფიქრა და აუცილებლად უნდა ვიფიქროთ - ერთად ავიღოთ და დავდგათ ისეთი ძეგლი, რომელიც იქნება ჩვენი და აზერბაიჯანელების ნამდვილი ძმობის სიმბოლო" - თქვა აქციაზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.

ადგილზე იმყოფება МИД-ის პრიმაკოვის ფონდის ქართული ოფისის უფროსი დიმიტრი ლორთქიფანიძეც, რომელიც მარნეულის მერს, ზაურ დარგალს თავისუფლების ქარტიის დარღვევაში ადანაშაულებს.

"ჩვენი თავყრილობა უკავშირდება პირდაპირი დემოკრატიის აღსრულებას მარნეულში და მისი საკრებულის მიმართ გარკვეულ შეკითხვებს, რომელთა მიმართაც პასუხებს ალბათ მოვისმენთ საკრებულოს წევრებისგან. რომელიც სამწუხაროდ ეხება კანონზე მაღლა დადგომის მსურველი მარნეულის მერის ზაურ დარგალის სრულიად უკანონო ქმედებათა სერიას, რომელიც არღვევს საქართველოს მოქმედ ნორმატიულ აქტს - თავისუფლების ქარტიას და აჩენს სამართლებრივ შეკითხვას ბატონი ზაულ დარგალის მისამართით" - ამბობს ლორთქიფანიძე.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რამდენიმე კვირაა, გამოძიება აქვს დაწყებული "მარნეულში შუღლის გაღვივების" საქმეზე, რასაც წინ უძღოდა სწორედ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის განცხადება. მეუფე გიორგიმ მარნეულის მერი, ზაურ დარგალი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღდგენის გამო გააკრიტიკა, ამ გადაწყვეტილებას უსინდისობა უწოდა და ძეგლის დემონტაჟისთვის "გონივრული ვადა" მისცა.

უფრო ვრცლად რასობრივი დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე სუს-ის გამოძიების შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები