"სოლიდარობა სირაძეს" - ახალგაზრდა მწვანეების წევრებს ბარამიძე სუს-ის პროვოკატორებს უწოდებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე ენმ-ის პოლისტსაბჭოს წევრის, ოთარ სირაძისთვის  ჯგუფური ძალადობისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება. ბარამიძის თქმით, სირაძეს "მასთან კონფლიქტის გამოსაწვევად სუსის პროვოკატორები მიუგზავნეს."  

დაპირისპირება ოთარ სირაძესა და ახალგაზრდა მწვანეების წევრს შორის 4 ივლისს, ამბროლაურში მოხდა. სირაძესა და მის ძმას ჯგუფური ძალადობისთვის ბრალი დღეს, 16 ივლისს წარუდგინეს.

"ოთარმა მათ წესრიგისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ხალხის სიმრავლის გამო, პროვოკატორებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ აქციის შემდეგ, იგივე პროვოკატორები ოთარს უკვე ამბროლაურში, მის საცხოვრებელ სახლთან (სადაც მისი მოხუცი დედა და ძმა ცხოვრობენ) დახვდნენ და ისევ შეურაცხყოფის მიყენებით, აგრესიულად კონფლიქტი გამოიწვიეს.

დღეს კი ოთარი პოლიციაში დაიბარეს "ბრალის" იქეთ წასაყენებლად.

პუტინისტო გავრილოვებო, ვერც ოთარს და ვერც ვერავის ჩვენგან, ვერც შეაშინებთ, ვერც ბრძოლისგან ააღებინებთ ხელს.

მიუხედავად პროვოკატორებისა და კრიმინალების გამოყენებისა, თქვენი ბინძური პროვოკაციებისა და სხვა მავნებლობებისა, ოქტომბერში მაინც მწარედ დამარცხდებით!

სოლიდარობა ოთარ სირაძეს!" - წერს გიორგი ბარამიძე.  

 

კომენტარები